არასწორი ინტერპრეტაცია: მსოფლიო ტრამპის წინააღმდეგ მრავალ ათასიანი მარშისთვის ემზადება


21 იანვარს მსოფლიოს 50ზე მეტ ქვეყანაში ადამიანსი უფლებათა აქტივისტები ქალთა ადამიანის უფლებების დასაცავად იკრიბებიან. ორგანიზატორები ხაზგასმით აღნიშნავენ რომ აქცია აპოლიტიკური იქნება. 

რუსული ტელეარხი Russia Today თავსი ვებ გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ რომ მსოფლიოს 55 ქვეყანაში ქალთა მრავალ ათასიანი მარში გაიმართება, რომელიც მიზნად ისახავს ყურადღების გამახვილებას ქალთა ადამიანის უფლებებზე. " ეს შესაძლოა ყველაზე დიდი საპროტესტო აქცია გახდეს შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის წინააღმდეგ" - წერია გამოქვეყნებულ მასალაში. 


ეს ინფორმაცია ნაწილობრივ სიმართლეა თუმცა არასწორი კონტექსტით. მრავალ ათასიან მარშზე, 100 ათასზე მეტ ადამიანს ვაშინგტონში, ინაუგურაციის მეორე დღეს ელიან. ისინი მართლაც ქალთა უფლებების დასაცავად გამოვლენ, თუმცა ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ყველა ოფიციალურ განცხადებაში, აღნიშნულია, რომ მარში აპოლიტიკური იქნება და ის მიზნად ისახავს ადამიანები გააერთიანოს მოზღვავებული სექსისტური და დისკრიმინაციული იდეების წინააღმდეგ, რაც წინა საარჩევნო კამპანიის დროს დიდი დოზით დაგროვდა. 


აქციას უერთდება თბილისიც. მსვლელობა 21 იანვარს 14:00 საათზე ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება. "ჩვენ ვართ არაფორმალური, არაპარტიული სახალხო მოძრაობა, ვისაც გვჯერა თანასწორობის, მრავალფეროვნების, ინკლუზიურობისა და სამართლიანობის გამონაკლისების გარეშე. ჩვენ ვიკრიბებით, რათა მხარი დავუჭიროთ ქალთა უფლებების დაცვას ყველგან და წინ აღვუდგეთ შიშის და დაყოფის პოლიტიკას და მიზოგინიას"- ამერიკული ქალთა რგანიზაციის მსგავსად წერენ თბილისის აქციის ორგანიზატორებიც. 


ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმის თქმა, რომ მსოფლიო დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოდის, ქალთა მარშის არასწორი ინტერპრეტირებაა. 

Comments