ფოტო ჰაშთაგით #თურქეთიჩვენიმტერია ცრუ ინფორმაცია აღმოჩნდა

28 ოქტომბერს ფეისბუქში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ თურქეთში ქართველ ბიჭს ფიზიკურად გაუსწორდნენ რადგან მან ქურთუკი მოიპარა. ეს ინფორმაცია ბოლო 24 საათის განმავლობაში აქტიურად ვრცელდებოდა ჰაშთაგით #თურქეთიჩვენიმტერია.



თავდაპირველად გთავაზობთ ტექსტს რომელიც ფოტოს აღწერილობაში ახლდა:



მასალა საინფორმაციო ვებ გვერდებმაც გაავრცელეს.




ფოტოს ავთენტურობის გადასამოწმებლად მოიძებნა მისი გადაღების ზუსტი ადგილი. ინციდენტი მართლაც სტამბოლში მოხდა, ზეინებ კალიმის ქუჩაზე, რაიონ Fatih-ში. მეტი თვალსაჩინოებისთვის, ასე გამოიყურება აღნიშნული ქუჩა. 




(სრულ ეკრანზე სანახავად დააწკაპეთ სლაიდშოუს)






ინფორმაცია სტამბოლში ნაცემი ქართველის შესახებ არც ერთ საძიებო სისტემაში არ მოიპოვება, თუმცა კადრში მოხვედრილი ერთ-ერთი მაღაზიის ადმინისტრაციასთან დაკავშირებამ ყველაფერს ნათელი მოჰფინა.

კადრში მოხვდა მამაკაცის ტანისამოსის მაღაზია „ბელფორ გრუპი“ , რომლის თანამშრომლებიც ამ ფაქტის თვითმხილველები უნდა ყოფილიყვნენ. მათთან დაკავშირების შემდეგ გაირკვა რომ ფოტო მართლაც შაბათს არის გადაღებული, თუმცა მასზე ასახული სცენა სულ სხვა ამბავია. 20 წლის ბიჭი, რომელიც შემთხვევამდე 4 დღით ადრე დაბინავდა ამ უბანში, აივნიდან გადმოვარდა. პოლიცია ამჟამად ინციდენტის სხვადასხვა ვერსიებს სწავლობს. თვითმხილველების თქმით დაშავებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და ბოლო ინფორმაციით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაც მთავარია, შეკითხვაზე თუ საიდან იყო დაშავებული, თვითმხილველი ამბობს რომ ის თურქი იყო. 





აქედან გამომდინარე მთელი დღის განმავლობაში ფეისბუქში გავრცელებული ფოტო არასწორი ინტერპრეტაციაა, რომელიც მიზნად ისახავს თურქობობიის გაღვივებას საზოგადოებაში. 

Comments