ანგელა მერკელის 12 წლიანი მმართველობის მნიშვნელოვანი ფაქტები - ინფოგრაფიკა

63 წლის ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერი უკვე მეოთხე ვადით გახდა. 12 წლიანი მმართველობის შემდეგ ის თანამდებობაზე კიდევ 4 წელს დარჩება.

არჩევნების ბოლო მონაცემებით ქრისტიან-დემოკრატიულმა და ქრისტიან-სოციალურმა კავშირმა 32,5 პროცენტი მიიღო და ის გერმანიის პარლამენტში ყველაზე დიდ ალიანსად დარჩა, თუმცა ეს შედეგები წინა არჩევნებში მოპოვებულ მხარდაჭერაზე (41%) დაბალია.  

ამჟამად მერკელი ევროპაში ყველაზე ძველი მოქმედი ლიდერია. მისი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში არაერთი პრეზიდენტი გამოიცვალა მსოფლიო არენაზე. იცვლებოდა გამოწვევები და საფრთხეებიც.


ფორბსის მიხედვით 9-ჯერ მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალად დასახელებული მერკელი ბერლინში ერთ-ერთ უბანში მეუღლესთან ერთად მე-4 სართულზე ცხოვრობს. გავრცელებული ინფორმაციით მისი ხელფასი 11%ით ნაკლებია გერმანიის პრეზიდენტის ხელფასზე.

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მას მოუწევს ახალი კოალიციის ფორმირება, საპენსიო და საემიგრაციო რეფორმების გატარება და მტკივნეული ბრექსითის პროცესის დასრულება. თუმცა მანამდე თვალი გადავავლოთ გერმანიის ხელახლა არჩეული კანცლერის მიერ განვლილ პოლიტიკურ გზას, მნიშვნელოვან მომენტებს, უცნობ ფაქტებსა და მის ინიციატივებს გენდერული თანასწორობისთვის.


ორიგინალი სტატია GINSC.net-ზე

Comments