არასწორი ინფორმაცია: ევროპარლამენტში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე კენჭისყრა გადაიდო

რუსული სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია კენჭისყრის გადადების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. პროცედურა ოფიციალურ საიტზეა ჩანიშნული. 




რუსული საინფორმაციო სააგენტო rian.ru საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ კენჭისყრამდე 1 დღით ადრე მცდარ ინფომრაციას ავრცელებს. ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით სტატიაში  წერია რომ კენჭისყრა გადაიდო შეჩერების მექანიზმის არ არსებობის გამო (მესამე ქვეყნებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი არის რეგულაცია, რომელმაც საშუალება უნდა მისცეს ევროპას, დროული რეაგირება მოახდინოს იმ შემთხვევაში თუ მესამე ქვეყნებიდან მიგრაცია უკონტროლო გახდება ან სხვა პრობლემა შეიქმნება. ამ საკითხზე ევროპარლამენტი 13-16 თებერვალს იმსჯელებს). რუსული ანონიმური წყარო იუწყება რომ კენჭისყრა ასამბლეის თებერვლის სესიამდე გადაიდო. 

ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან შეჩერების მექანიზმის კენჭისყრამდე 11 დღით ადრე, 2 თებერვალს საქართველოს თემაზე კენჭისყრა უკვე დიდი ხანია ჩანიშნულია და ამის შესახებ ინფორმაცია ეროპარლამენტის ოფიციალურ გვერდზეც არის გამოქვეყნებული. თარიღი არ შეცვლილა. საქართველო ხვალინდელი დღის განრიგში  ზის და ამ საკითხზე მომხსენებლად მითითებულია ევროპარლამენტარი მარია გაბრიელი. 






ევროპარლამენტის საიტზე წერია, რომ კენჭისყრა გაიმართება 2 თებერვალს, ხუთშაბათს შუა დღის საათებში და რომ სწორედ ამ კენჭისყრის შედეგად მიეცემათ საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში 90 დღის განმავლობაში უვიზოდ მოგზაურობის საშუალება. 




Comments