ბრიტანეთის მონარქი ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს.
ბრიტანეთის დედოფლის ელიზაბეტ II-ის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ინტერნეტით გავრცელდა, რომელსაც საფუძვლად ედო თითქოსდა სამეფო ოჯახის მიერ გამოქვეყნებული განცხადება. ყვითელი პრესის რუსული და ინგლისურ ენოვანი სააგენტოები ერთმანეთის მიყოლებით წერდნენ ამის შესახებ.
ერთ-ერთმა რუსულმა საიტმა კი სპეციალური ბანერიც დადო გვერდზე, სადაც შავ ფონზე დედოფლის ფოტო და მასზე დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები იყო მითითებული.
ერთ-ერთმა რუსულმა საიტმა კი სპეციალური ბანერიც დადო გვერდზე, სადაც შავ ფონზე დედოფლის ფოტო და მასზე დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები იყო მითითებული.
ცრუ ინფორმაციის თანახმად დედოფალი საკუთარ რეზიდენციაში, ძილში გარდაიცვალა და მისი ოჯახი ოფიციალურად ამბის გახმაურებას ჯერ არ ჩქარობდა.
Looks like a fake BBC account reporting that the queen is dead pic.twitter.com/kVKYucUv88— Anthony Cheung (@AWMCheung) December 29, 2016
საბოლოოდ ბუკინგემის სასახლეც იძულებული გახდა გაეკეთებინა განცხადება რომ დედოფალი ცოცხალი და ჯანმრთელია.
ყვითელი პრესისთვსი ახალი არაა ცნობილი ადამიანების ვითომ გარდაცვალების შესახებ ჭორების გავრცელება. 90 წლის ელიზაბეტ II-ც არა ერთხელ გამხდარა ამგვარი ცრუ ინფორმაციის თემა. ამჯერად კი ავტორებმა იმით ისარგებლეს რომ ახალი წლის დღეებში დედოფალი გრიპის ვირუსით ავადმყოფობდა და საზოგადოებაში გასვლისგან გარკვეული პერიოდი თავს იკავებდა.
მეტი დამაჯერებლობისთვის კი შეგიძლიათ იხილოთ დედოფლის ვიზიტის ამსახველი ვიდეო ნორფოლკის ქალთა ინსტიტუტში, სადაც ვარდისფერ კაბაში გამოწყობილი მონარქი ჩაიზე მიიპატიჟეს. (19.01.2017)
The Queen arriving for an afternoon tea at the Women's Institute in West Newton, Norfolk pic.twitter.com/XVPs6ZmoCs— Simon Perry (@SPerryPeoplemag) January 19, 2017
Comments
Post a Comment