არასწორი ინტერპრეტაცია: გაეროს 2014 წელს უკრაინაში რუსული ჯარების შესვლის ნებართვა არ გაუცია

გაეროს არასდროს დაურთავს ნება რუსეთის ჯარებისთვის რომ ის უკრაინის ტერიტორიაზე შესულიყო, თუმცა ამ მოთხოვნით დოკუმენტი მართლაც იქნა წარდგენილი.

რუსული ვებ გვერდი  politonline.ru აქვეყნებს მასალას სადაც ირწმუნება, რომ 2014 წელს გაერომ დააკმაყოფილა მაშინდელი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მოთხოვნა, რომ კონსტიტუციური წესრიგის დამყარების მიზნით უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარები შესულიყვნენ.








სინამდვილეში გაეროს ამ მოთხოვნაზე თანხმობა არასდროს მიუცია. 

ცოტა ხნის წინ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ გაასაჯაროვა დოკუმენტების სერია რომელიც პროკურატურას გაერომ გადასცა. ის ადასტურებს რომ გაქცეულმა პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა 2014 წლის 1 მარტს გაეროს მიმართა თხოვნით რათა მოეხდინა უკრაინაში რუსული ჯარების შესვლის ავტორიზაცია. მას კი ოფიციალურ დოკუმენტაციას ურთავდა გაეროში რუსეთის ელჩი ვიტალი ჩურკინი. უკრაინის გენერალური პროკურორი აცხადებს რომ ეს ოფიციალური დოკუმენტები კიდევ ერთხელ ადასტურებს იანუკოვიჩის მიერ სამშობლოს ღალატის ფაქტს, რაც გამოძიების პროცესშიც იქნება გათვალისწინებული.






რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ინფორმაციის უხეშად დამახინჯებაა, რადგან წარმოდგენილი დოკუმენტი არ არის გაეროს თანხმობა ჯარების შეყვანაზე. გაეროს ნებისმიერი წევრი ქვეყანა სარგებლობს უფლებით რომ მოთხოვნა წამოაყენოს გენერალურ ასამბლეასა და უშიშროების საბჭოზე. ასეთ დროს მოთხოვნას ენიჭება საიდენტიფიკაციო ნომერიც და ბეჭედიც. ასე რომ ბეჭდის დარტმა და ნომრის მინიჭება მხოლოდ პროცედურის ნაწილია და ის არ ნიშნავს რაიმეს ავტორიზაციას. 

გაეროს პოზიცია კი ურკაინაში რუსული ჯარების შესვლის თაობაზე ყოველთვის უარყოფითი იყო. სწორედ 2014 წლის 1 მარტს შედგა უშიშღოების საბჭოს საგანგებო და რიგგარეშე სხდომა, რომელიც უკრაინაში ვითარების ესკალაციას ეძღვნებოდა. მაშინ რუსეთის მიერ ურკაინის ტერიტორიაზე სამხედროების შეყვანა საფრანგეთის, შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა დაგმეს. ეს დამოკიდებულება გრძელდება დღემდე და ყირიმის ნახევარკუნძული საერთაშორისო დონეზე რუსეთის მიერ ანექსირებულად მოიხსენიება.

Comments