FAKE: მუსლიმმა მიგრანტებმა იტალიაში საშობაო ნაძვის ხე გაანადგურეს.



ვიდეო სადაც თითქოს და მუსლიმი მიგრანტები ნაძვის ხეს ვანდალურად არბევენ, ერთი წლის წინაა გადაღებული და საერთო არაფერი აქვს მიგრანტებთან. 

თუ ამ სათაურის ახალ ამბავს თუ ქართულ ან ინგლისურ ენაზე შეხვდებით, სათვალთვალო კამერით გადაღებულ ვიდეოსთან ერთად, ეს ინფორმაცია მორიგი Fake-ია.

ვიდეოში ჩანს ახალგაზრდები რომლებიც წაქცეულ ნაძის ხეს ვანდალურად არბევენ. მათ სხვადასხვა ყაროები მუსლიმ მიგრანტებად მოიხსენიებენ და ხაზს უსვამენ, რომ ნაძვის ხე შობის სიმბოლოა. 


სინამდვილეში კი ვიდეო 2015 წელს არის გადაღებული, როცა იტალიელმა ახალგაზრდებმა ქალაქ ნეაპოლში, გალერეა უმბერტოში ეგრეთ წოდებული საახალწლო "სურვილების ხე" დაარბიეს. ამის შესახებ ზუსტად 1 წლის წინ წერდა იტალიური მედია. თავდამსხმელები საქმეში მოხსენიებულები არიან არა როგორც მუსლიმებად ან მიგრანტებად, არამედ იტალიელ ახალგაზრდებად.


იხილეთ 1 წლის წინანდელი ვიდეო შედარებისთვის.








ყალბი ახალი ამბავი ინგლისურ ენოვანი ფეიჯებისა და ვებ გვერდების ჰიტად იქცა, რომელსაც ყველგან ერთი და იგივე სათაური აქვს და მუსლიმ მიგრანტებზე აკეთებს აქცენს. ის სოციალური ქსელების ქალთველ მომხმარებლებშიც სწრაფად გავრცელდა. 

Comments