საინფორმაციო ომი ალეპოს ომის პარალელურად - 4 ფაქტი თუ როგორ იტყუება რუსული მედია


“რაც ალეპოში ხდება ერთია, ხოლო რასაც მედია ყვება - ის მეორე“ ასე იწყება სიუჯეტი რომელიც ალეპოს მოვლენებსა და მის მსოფლიო გაშუქებაზე Russia Today-მ მოამზადა. სიუჟეტში საუბარია დასავლური მედიის მიერ ალეპოს საომარი მოქმედებების გაშუქებაზე და რუსული ტელე არხი მათ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. ის რაც ალეპოში ხდება, მართლა სხვა ამბავია, ოღონდ რუსულ წყაროებთან შედარებით. 

გრძელი ამბავი მოკლედ:

RT აცხადებს:
1) მეინსტრიმ მედიაში (ასე მოიხსენიებენ დასავლურ მედიას) გაურკვეველი წყაროებია გამოყენებული. 
2) სინამდვილეში გაერო თავს იკავებს რომ ხელი დაადოს რუსეთს, როგორც მასობრივ მკვლელობებში ასადის მოკავშირეს.
3) ტვიტერზე ყალბი ფოტოები საღდება როგორც ალეპოს დოკუმენტური კადრები.  
4) 3 კვადრატულ კილომეტრზე (იმ რაიონის ფართობი სადაც მეამბოხეები და მშვიდობიანი მოსახლეობა ამ დრომდე რჩება) ათი ათასობით ადამიანის ალყაში ყოფნა შეუძლებელია.




 


სინამდვილეში ფაქტები შემდეგია: 


1) ალეპოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობენ საერთაშორისო დამკვირვებლები და რიგით მოქალაქეები, რომლებიც სიკვდილს გადაურჩნენ და ახლაც იქ იმყოფებიან. ეს არის პირველწყარო. დასავლური მედია იყენებს ტვიტერზე გამოქვეყნებულ სიახლეებს, რომლებსაც ალეპოს დასავლეთში მყოფი მოსახლეობა ლაივ რეჟიმში ტვირთავს გვერდზე. ისინი ყვებიან სროლებისა და აფეთქებების, ქუჩაში ხალხის ხოცვისა და ასადის რეჟიმის იერიშების შესახებ. მათ შორის არის 7 წლის გოგონა, რომელიც მსოფლიოს დედის დახმარებით ეხმიანება. ის უკვე იქცა არა ერთი ტელევიზიის სანდო საინფორმაციო წყაროდ. ასეთი ადამიანი კი ამჟამად ალეპოში ბევრია.



2) სინამდვილეში გაერო რუსეთს და ასადის არმიანს ადამიანების ხოცვაში პირდაპირ ადანაშაულებს. გაეროს ადამიანის უფლებათა სააგენტოს პრეს მდივანი რუსულ ტელეარხთან ინტერვიუში ახსენებს რომ ზოგ შემთხვევაში მკველობები ერაყული დაჯგუფებების განხორციელებულია.

მართალია დამაჯერებლად ჟღერს, თუმცა კომენტარი კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი. ეს დაჯგუფებები (ერაყელი მებრძოლები) ასადის არმიის მხარდამჭერები არიან, ისევე როგორც რუსეთი, ირანი და ლიბანური ჰესბოლა. გაერო ადასტურებს რომ ერაყის შიიტურმა დაჯგუფებამ ალეპოში 80ზე მეტი ადამიანი მოკლა.

მეორეს მხრივ კი გაერო რუსეთის დანაშაულებებს არაერთგზის ამხელს, რაც ნათლად ჩანს სირიაში გაეროს ჰუმანიტარული მისიის ხელმძღვანელის განცხადებაშიც. იან ეგლანდი წერს: „სირიისა და რუსეთის მთავრობები არიან პასუხისმგებელნი ნებისმიერ და ყველა მასობრივ ხოცვაზე, რასაც გამარჯვებული მებრძლები ახლა ალეპოში ჩადიან“.



3) ყველა თანხმდება, რომ ტვიტერზე ბევრი ყალბი ინფორმაციაც ვრცელდება. მედია საშუალებებს უამრავი წყაროს გადამოწმება უწევთ სანამ მათ მასალაში გამოიყენებენ. Russia Today-ს სიუჟეტში ერთ-ერთი გადაუმოწმებელი წყარო აქვს გამოყენებული - Slman210, ეს არაბული ტვიტერის გვერდია და სირიასთან არაფერი აქვს საერთო. მსგავსი ყალბი ტვიტების პოვნა ძალიან მარტივია, თუმცა მას გავლენიანი მედია საშალებები არ იყენებენ. 



4) ყველაზე საკვანძო არგუმენტად კი სიუჟეტში მაინც ის ფაქტი რჩება რომ მეამბოხეების კონტროლირებად უბანში 100 000-მდე ადამიანი ვერ დაეტეოდა, რადგან ეს ტერიტორია 3 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. ამ რიცხვს კი სინამდვილეში ყველა დაახლოებით ასახელებს, მათ შორის გაეროც. საუბარია ასადის მიერ განდევნილ მეამბოხეებზე, მათ ოჯახებსა და რეჟიმის მოწინააღმდეგე აქტივისტებზე. ზუსტი ციფრი ამჟამად არავინ იცის, მაგრამ ის ფაქტი რომ 3 კვადრატულ კილომეტრს ომის პირობებში სიკვდილს გამოქცეული ათი ათასობით ადამიანი შეიძლება აფარებდეს თავს, მარტივი დასაშვებია.

Comments