#Notokay - ბოლო 24 საათის განმავლობაში ამ ჰაშთაგით ტვიტერის მიკრო ბლოგზე მთელი მსოფლიოდან მილონობით ქალი იხსენებს მათზე მამაკაცის მხრიდან სექსუალური ძალადობის პირველ შემთხვევას. მოულოდნელად მილიონობით ქალი ალაპარაკდა იმაზე, რასაც აქამდე ბევრი მათგანი არავის უმხელდა.
ისტორიები კი მართლაც შემაძრწუნებელია: ზოგი არასრულწლოვან ასაკში განცდილ ტრავმას იხსენებს, ზოგი კი ყვება იმაზე თუ როგორ გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი სამსახურში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას.
ყველაფერი კი რამდენიმე დღის წინ ვაშინგტონ პოსტის მიერ გავრცელებული ვიდეო მასალით დაიწყო, სადაც 2005 წელს პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი, დონალდ ტრამპი ამერიკელ ტელეწამყვანს ბილი ბუშს ერთ-ერთი შოუს გადასაღებ მოედანზე ესაუბრება. ის სექსისტურ, ვულგარულ ფრაზებს იყენებს ქალების მისამართით, ამბობს რომ როცა ცნობილი ხარ, შეგიძლია ქალს გაუკეთო ყველაფერი რასაც მოისურვებ, ისინი კი უარს არასდროს ამბობენ. საუბარი შემთხვევით ჩართულ მდგომარეობაში დარჩენილმა მიკროფონმა ჩაიწერა და გამოქვეყნების თანავე მოექცა ამერიკული საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

რამდენიმე საათში ვიდეოს ტვიტერზე კანადელი მწერალ ქალი, ქელი ოქსფორდი გამეხმაურა და ზუსტად ერთ წინადადებაში მოაქცია მასზე სექსუალური ძალადობის პირველი ფაქტი, როცა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მას უცნობი მამაკაცი ინტიმურ ადგილას შეეხო. ქელი ოქსფორდი მაშინ მხოლოდ 12 წლის იყო.
Women: tweet me your first assaults. they aren't just stats. I'll go first:— kelly oxford (@kellyoxford) October 7, 2016
Old man on city bus grabs my "pussy" and smiles at me, I'm 12.
მწერალმა თავის პოსტს დაურთო თხოვნა რომ სხვა ქალებსაც გაეზიარებინათ თავიანთი ისტორიები. რამდენიმე საათში კი ჰაშთაგი #Notokay უკვე მილიონებს ითვლიდა.
the first time i was assaulted was in 2nd grade(?) and he was a lot elder to me and i spent a decade figuring out what to call it. #notokay— Letitia (@TheMe0w) October 8, 2016
You know it's #NotOkay when you have so many stories of harassment that you can't decide which one to tweet under 140 characters— Maryam (@maryamful) October 8, 2016
თავად იდეის ავტორი ამბობს რომ მას სურდა ქალების ყურადღება მიეპყრო ამ პრობლემისადმი და მათთვის ეთქვა რომ ძალადობის შემთხვევები ბევრია და ეს არ არის უბრალოდ სტატისტიკა. ქალები არ არიან ნივთები მამაკაცების სექსუალური სიამოვნებისთვის, რომ ამგვარ ფაქტებზე საუბარი არ არის სირცხვილი და რომ არასწორი, ამ ამბავში, მხოლოდ ქალების მიმართ ძალადობაა. ტვიტერის ჰაშთაგიც სწორედ ამ შინაარსს ატარებს და ის დღეს მილიონობით ქალის ხმას აერთიანებს.
Comments
Post a Comment